ბანკების მეწილეების უფლებებთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს არ უნდა ველოდოთ

image

'თიბისი ბანკის' გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით ბანკის მეწილეებთან დაკავშირებთ ახალ რეგულაციებს არ უნდა ველოდოთ.

"ჩემი ინფორმაციით, ყველა ის ცვლილებები რაც იყო მოსალოდნელი უკვე მიღებულია და ახალ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ’’ - აცხადებს ბუცხრიკიძე

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ძალაში ახალი წესები შევიდოდა.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი საქმე, ხოლო არაპროფილური მიმართულება გააგრძელონ იმ კომპანიებმა რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობა აქვთ. მე მჯერა, რომ საქართველოს კაპიტალი იქნება წარმატებული კომპანია, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში მივიღეთ კიდევ იხვეწება და საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ძალაში შევა ახალი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს რეალურ სექტორს და საბანკო სექტორს, რათა რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს" - აღნიშნა ქუმსიშვილმა

დატოვე კომენტარი