სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

image

11 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.320 პროცენტით, მაქსიმალური 7.380 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.362 პროცენტით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი