მამუკა ბახტაძე 2500 ლარის ზემოთ შემოსავლის დაბეგვრის ინიციატივას ეხმიანება

image

პრემიერმინისტრმა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას ეხმიანება. ინიციატივა ითვალიწინებს 2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასის 30%-ით დაიბეგვრას.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ხედვა არა გადასახადების ზრდა, არამედ მისი შემცირებაა.

„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა 3 კვირის წინ პარლამენტში. ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას, შესაბამისად ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გია ჟორჟოლიანი მთავრობას მასწავლებლის ხელფსის 100 ლარით გაზრდის რეკომენდაციით მიმართავს. ჟორჟოლიანის განცხადებით, მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს.

მისივე განცხადებით, დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებისათვის, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

დატოვე კომენტარი