სათამაშო ბიზნესი არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება

image

სახელმწიფო სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როდესაც საუბარია სათამაშო ბიზნესის რეგულირების გამკაცრებაზე, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება,- ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი არის დარგი, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში. 

„ეს არია დარგი, რომელიც ძალიან დიდი მოცულობის მომსახურების ექსპორტს ახორციელებს მეზობელ ქვეყნებში, არ არის საუბარი მხოლოდ სათამაშო ბიზნესის მომსახურებაზე, აქ არის საუბარი სარესტორნო-სასტუმრო-სატრანსპორტო მომსახურებაზეც, რომელიც მთლიანობაში ძალიან დიდ მოცულობას შეადგენს. ასევე დარგი ასაქმებს დიდი რაოდენობის ადამიანებს და აღსანიშნავია ის ფისკალური შედეგები, რომელსაც დარგი იხდის სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში. ვფიქრობთ, სახელმწიფო სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როდესაც საუბარია ამ დარგის რეგულირების გამკაცრებაზე, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება. 

აუცილებელია სამართლიანი ბალანსის დაცვა. გარკვეული რეგულაციები არის საჭირო ამ სფეროში, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამან გადაიაროს დარგის ხარჯზე, მოხდეს ბიზნესის შევიწროება და ეკონომიკას დააკლდეს ის, რასაც იღებს ამ დარგისგან,- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე. 

შეგახსენებთ, რომ მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით სამორინეებსა და კაზინოებში შემსვლელთა ასაკი 18-დან 21-წლამდე უნდა გაიზარდოს, ასევე შესაძლოა, აიკძრალოს დარგის რეკლამირება და ა.შ.

დატოვე კომენტარი