ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის 50%-მდე დაწევა ბიზნესსესხებს გააძვირებს

image

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ჭერის 50%-მდე დაწევა ბიზნესსესხებს გააძვირებს,- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია bm.ge-სთან აცხადებს. 

მისი თქმით, ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო, უარყოფით გავლენას იქონიებს სექტორზე. 

"მოსასმენად კარგია, რომ საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 50%-მდე დაიწევს, მაგრამ ძალიან ბევრი არ არის გათვიცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს ამას",- აცხადებს შენგელია. 

მისივე თქმით, 50%-ზე მაღალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ძირითადად მცირე სესხებზე მოდის, რომელთაც მისოების პორტფელში საკმაოდ დიდი წილი უკავიათ. 

„იძულებული ვიქნებით ბიზნეს სესხებშიც მოხდეს საპროცენტო განაკვეთის აწევა, რათა დავაკომპენსიროთ მოგება. მცირე კომპანიები კი საერთოდ შეამცირებენ მცირე სესხების გაცემას, რაც შეამცირევბ სესხებზე ხელმისაწვდომობას“,- აცხადებს ბესიკ შენგელია. 

შეგახსნებთ, რომ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაწევა სესხებზე 100%-დან 50%-მდე უნდა მოხდეს. შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს.

დატოვე კომენტარი