საპენსიო რეფორმას დღევანდელ პენსიონერებზე გავლენა არ ექნება

image

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ქობულია მთავრობის მიერ მომზადებულ საპენსიო რეფორმის პროექტს აფასებს. მისი თქმით  რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაგეგმა, შეესაბამება იმ პრაქტიკას, რომელიც გამოყენებული იყო მსოფლიოში და რომელმაც მოიტანა შედეგი.


„ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები გავზარდოთ, რომ ხალხმა მეტი ფული დაზოგოს და ეს ფული, რომელსაც ისინი დაზოგავენ, ჩავატრიალოთ ეკონომიკაში. დღესდღებით ჩვენ ყველა პროექტს, რომელსაც ვაფინანსებთ, ვაფინანსებთ ვალით.


ექნება თუ არა ამ რეფორმას გავლენა პენსიონერებზე, რა თქმა უნდა დღვანდელ პენსიონერებზე ამას არ ექნება გავლენა, იმიტომ რომ დღეს პენსიონერი როგორც იღებს პენსიას, მიიღებს რა თქმა უნდა. ეს არის დანაზოგი. დღეს ვინც მუშაობს, ცოტას ის დაზოგავს, ცოტას მთავრობა დაეხმარება და ეს ფული ჩატრიალდება ეკონომიკაში.


დღეს რომ პენსიონერს დავეხმაროთ და გავუზარდოთ პენსიები, ამის ერთადერთი გზა არსებობს ის, რომ ეკონომიკა უნდა გავზარდოთ ანუ მეტი ფული უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში“-აცხადებს გიორგი ქობულია.

დატოვე კომენტარი