აჭარაში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა

image

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 808437 ვიზიტი განხორციელდა.

"ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი აჭარაში იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც 6 თქვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა. 2017 წელს, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა.

ვიზიტორების მატებაა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22%-ით მეტ, 40 866 სტუმარს უმასპინძლეს. დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ივნისში 27 438 შეადგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. გასულ წელს, დელფინარიუმმა 194 548 ვიზიტორს უმასპინძლა.

6 თვეში 72%-ით მეტი, 19, 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მხოლოდ ივნისში კი ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 46%-ით მეტი, 15 658 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს ის 20%-ით აღემატება 2016 წელს და 79 834 ვიზიტორს შეადგენს.

გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა,  ანუ100 023-მა ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში, მხოლოდ ივნისში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 41 996 (+13%) შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, საბაგიროს 319 518 ვიზიტორი სტუმრობდა.

ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. აღნიშნული ციფრი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. აქედან ყველაზე მეტი 9 217 (+47%) სტუმარი პარკს ივნისში სტუმრობდა. გასულ წელს, კი ეროვნული პარკში 47 460-მა ვიზიტორმა იმოგზაურა", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი