ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო

image

ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო, გაიზარდოსინვესტიციების მოცულობა და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას,  – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანემაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულმაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.


აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორი პასკალ სან-ამანსი.


როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა საქართველოსთვისპრიორიტეტულია, რადგანაც ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოწინავე როლს აღმოსავლეთ ევროპისა დაცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებში.


„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ამ ძალზედ მნიშვნელოვან შეხვედრას და თქვენთან ერთად განვიხილოთსაგადასახადო სფეროში არსებული პრობლემები, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა ენიჭება. სწრაფადცვალებადი გლობალური გარემო, წარმოშობს ახალ გამოწვევებს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში.როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა და რეგიონალური ჰაბი. ჩვენიპოლიტიკაა, საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია,თანამედროვე საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, ვინაიდან, სწორედ საგადასახადო სისტემაგანსაზღვრავს ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დაფინანსების შესაძლებლობას,” – განაცხადა ფინანსთამინისტრმა.


მისი თქმით, საქართველო შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, ძალიან მარტივისაგადასახადო სტრუქტურით და ბიზნესისთვის გამარტივებული საგადასახადო რეგულაციებით.


„ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სისტემა დაახლოებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ესმოცემულობა აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთსაინვესტიციო  გარემოს და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე, მისი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკურიზრდის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ჩვენი მომავალირეფორმები მიზნად ისახავს საგადასახდო აქტივობების ზრდას, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისუზრუნველყოფას და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები დამატებითიშესაძლებლობაა, რათა განხილულ იქნეს სხვადასხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხი დაინტერესებულიმხარეების აქტიური ჩართულობით”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.


სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და უპასუხა ფორუმისმონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

დატოვე კომენტარი