OECD: საქართველო რეგიონში საგადასახადო რეფორმით წარმატებულია

image

საქართველოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს პასკალ სან-ამანსიმ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში OECD-ის რეგიონალური ფორუმის ფარგლებში შედგა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში არსებული წარმატებები და გამოწვევები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა საგადასახადო მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განხორციელებული რეფორმების წარმატებული მაგალითია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის გაუმჯობესებას, საერთაშორისო დაბეგვრის სისტემის რეფორმირების პროცესში საერთო მიდგომების შემუშავებას.

შეხვედრაზე OECD-ის საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს საქართველოსა და OECD-ს შორის პარტნიორობისთვის, ასევე თბილისში რეგიონალური ფორუმის მასპინძლობისთვის. მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოსთან.

დატოვე კომენტარი