საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი, 17 ივლისის მდგომარეობით, 8.2 ათას ტონას შეადგენს

image

17 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 4.8 ათასი ტონით (2.4-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიურიპერიოდის მაჩვენებელს.

ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდემერყეობს.

ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (73.2%), სომხეთის რესპუბლიკაში (15.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.8%),  ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში,  კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო დასაბაჟო სამსახურების წარმომადგენლებისშემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფიერთიფანჯრის პრინციპით უზრუნველყოფს საჭიროსაექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას დაგაცემას.

დატოვე კომენტარი