6 თვეში საქართველოში ექსპორტი 28.5%-ით გაიზარდა

image

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.3 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ. აშშ დოლარს (22.9 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ივნისში 2 798.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.8 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 148.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

გასულ წელს საქართველოდან სულ $2 735 000 000-ის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა $7 939 000 000 შეადგინა. 2016 წელთან შედარებით, შარშან ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა, თუმცა გასული სამი წლის განმავლობაში, მუდმივად კლებადი ტენდენცია ფიქსირდებოდა.

დატოვე კომენტარი