2018 წლის 6 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 34 817 800 ლარი შევიდა

image

2018 წლის 6 თვეში, სახელმწიფო ბიუჯეთში მხოლოდ ჯარიმებიდან და საურავებიდან 34 817 800 ლარი შევიდა. 
ეს მაჩვენებელი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების გეგმასთან შედარებით, 8 მილიონ ლარით მეტია. შედეგად, ამ მუხლში ბიუჯეტი გადაჭარბებულად, 131.9%-ით შესრულდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 5 646 659.1 ათასი ლარი იყო, რაც 2018 წლის 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებელზე 102.8%-ია.

რაც შეეხება შემოსავლებს, 6 თვეში 5, 019, 831.5 ათასი ლარი შევიდა. 

ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 397,406.2 ათასი ლარი; დამატებული ღირებულების გადასახადის სახით - 2,152,067.0 ათასი ლარი; ხოლო აქციზის გადასახადის სახით - 654,153.1 ათასი ლარი შევიდა.

დატოვე კომენტარი