„სოკარ ჯორჯია გაზს“ 21.3 მილიონი ლარის გაზსადენები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა

image

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენები კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზს” პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. მთავრობის №1413 განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, გაზსადენებში ,,სოკარ ჯორჯია გაზმა” 21,3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს, აქედან 8,5 მლნ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში, დანარჩენი - 48 თვეში.

გასზადენები კასპის, ზუგდიდის, ახმეტის, გარდაბნის, ზესტაფონის, ოზურგეთის და ონის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, რომელთა ჯამური სიგრძე რამდენიმე ათეული კილომეტრია.

კომპანია SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი აზერბაიჯანულ გამოცემა Trend-თან საუბრისას ამბობს, რომ სამომავლოდ კომპანია ამ გაზსადენების ამუშავებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი