ბანკების მოგება მცირდება

image

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 410 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37.5 მლნ ლარით (8.4%-ით) ნაკლებია 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. ცალკე აღებულ ივნისის თვეში ბანკების მოგება 50%-ით, 48 მლნ ლარით შემცირდა და 48 მლნ ლარი შეადგინა. 

ივნისში ბანკების შემოსავლებმა 346 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 274 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 72 მლნ ლარი არასაპროცენტო შემოსავლები იყო. 

იანვარ-ივნისში ბანკებმა 55.5 მლნ ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

დატოვე კომენტარი