საქართველოში ყველაზე მეტ დასაქმებულს ხელფასი 500 ლარამდე აქვს

image

საქართველოში დასაქმებულებს შორის ყველაზე მეტს 286 859 ადამიანს 500 ლარამდე აქვს ხელფასი. ეს ადამიანები, ჯამში დაქირავებულთა 34.7%-ს შეადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ბანკები და ფინანსები" ავრცელებს.

239 210 ადამიანს (დასაქმებულთა 28.9%-ს) 500-დან 1000 ლარამდე ანაზღაურება აქვს; 127 708 ადამიანს (დასაქმებულთა15.5%-ს) ხელფასი 1000-დან 1500 ლარამდე აქვს; 60 546 ადამიანის ხელფასი საქართველოში 1500-დან 2000 ლარამდეა; 32 765 ადამიანის ხელფასი 2000-დან 2500 ლარამდეა; 19 219 ადამიანის ხელფასი 2500 ლარიდან 3000 ლარამდეა; 13 194 ადამიანის ხელფასი 3000-დან 3500 ლარამდეა; 9 807 ადამიანის ხელფასი 3500 ლარიდან 4000 ლარამდეა; 5 753 ადამიანი 4000-დან 8000 ლარამდე ხელფასს იღებს; 5 530 ადამიანის ხელფასი 8000 ლარიდან 12 000 ლარამდეა; 2,132 ადამიანი კი 12 000 ლარიდან 16 000 ლარამდე ხელფასს იღებს; 16 ათას ლარზე მაღალი ხელფასი კი საქართველოში 3 681 ადამიანს აქვს (დასაქმებულთა 0.4%-ს).

დატოვე კომენტარი