სებ: საბროკერო კომპანიებისადმი ინტერესი მზარდია

image

ეროვნულ ბანკის განმარტებით, ბოლო პერიოდში საბროკერო კომპანიების მიმართულებით, განსაკუთრებით კი ე.წ. ფორექს საქმიანობის მხრივ ქვეყანაში ინტერესი იზრდება. როგორც „საქმიან დილას“ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების დეპარტამენტის უფროსმა სალომე სხირტლაძემ განუცხადა, კაპიტალის ბაზრის ფარგლებში დაწესებული რეგულაციები რისკების თავიდან აცილებას ემსახურება და ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სტანდარტებტან სრულ თანხვედრაშია. 

„რეგულაციების მიზანი არის ის, რო ამ სექტორში გაიზარდოს და ამაღლდეს საშუამავლო მომსახურების სტანდარტი. ასევე შემცირდეს ის რისკები და გამოწვევები, რაც დღეს არსებობს და ასევე უზრუნველყოფილ იქნას ინვესტორების ინტერესების მაქსიმალური დაცულობა. 

ეს რეგულაციები გარდა იმისა, რომ ეხმიანება ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს, ასევე ასახავს ევროკავშირის დირექტივებს და სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტებს. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ მოხდება ბაზარს გადაახალისება, მით უფრო რომ ინტერესი ამ სფეროსადმი მზარდია.“ - განაცხადა სხირტლაძემ. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში 9 საბროკერო კომპანია არსებობს, რომელთა ნაწილმა წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიისთვის, თუმცა გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეებიდან გამომდინარე, მოქმედ საბროკერო კომპანიებს განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რომლის ფარგლებშიც დაევალათ საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

დატოვე კომენტარი