რომელი ბანკები აფინანსებენ ყველაზე ხშირად "აწარმოე საქართველოში"-ს პროექტებს

image

2014 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლის სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში ფარგლებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 707 მლნ ლარია. 

აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-მ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში გამოითხოვა. 

მათივე ინფორმაციით, პროექტის დაწყებიდან (2014 წლიდან) 30 ივნისის ჩათვლით, სულ 288 პროექტია დაფინანსებული. ბენეფიციარების რაოდენობის მხრივ, ხუთეულშია თბილისი (142), მცხეთა-მთიანეთი (24), ქვემო ქართლი და იმერეთი (23-23) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (18). 

პროექტის - „აწარმოე საქართველოში დაწყებიდან დღემდე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა პარტნიორი კომერციული ბანკების მიხედვით ასე ნაწილდება: 

„თიბისი ბანკი – 76 პროექტი

„პროკრედიტ ბანკი -49

„საქართველოს ბანკი – 47

„თიბისი ლიზინგი – 45

„ქართუ ბანკი – 22

„ვითიბი ბანკი – 18

„ბაზის ბანკი – 12 

„ტერა ბანკი – 7 

„საქართველოს სალიზინგო კომპანია – 4

„ხალიკ ბანკი – 3

„ბანკი რესპუბლიკა – 3

„პროგრეს ბანკი – 2. 

გარდა ამისა, BM.ge-მ სააგენტოდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, „აწარმოე საქართველოში დაწყებიდან დღემდე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით დაფინანსებული პროექტებისთვის (სააგენტოსთან თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 2 წელზე მეტი პერიოდი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის შესახებ; ბანკების ხუთეული ასე გამოიყურება:

„თიბისი ბანკი – 6,737,696 ლარი,

„პროკრედიტ ბანკი – 6,665,904 ლარი,

„ქართუ ბანკი – 4,036,602 ლარი,

„საქართველოს ბანკი – 2,856,169 ლარი 

„თიბისი ლიზინგი – 1,472,374 ლარი. 

რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომელთა დაფინანსების დაწყებიდან ჯერ არ გასულა 2 წელი და სააგენტო ისევ აგრძელებს ბიუჯეტიდან მათთვის ბანკის პროცენტის გადახდას, ამ ნაწილში ბანკების ხუთეულის სათავეშია უკვე  „საქართველოს ბანკი,  რომელსაც ბიუჯეტიდან გადაერიცხა 4,050, 800 ლარი, მეორე ადგილზეა  „თიბისი ბანკი  3,775,478 ლარით; მესამეზეა  „პროკრედიტ ბანკი  - 2,416,616 ლარით, მეოთხე პოზიციაზეა  „ვითიბი ბანკი  – 1,223,415 ლარით, მეხუთეზე კი  - „ბაზისბანკი  1,223,519 ლარით. 

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბანკს,  „ქართუს  ამ ნაწილში სააგენტომ ბიუჯეტიდან გადაურიცხა 655,958 ლარი პროექტის ბენეფიციარების თანადაფინანსებისთვის.  

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში ფარგლებში სულ 14 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა აქვს დაგეგმილი. 

დატოვე კომენტარი