ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

image

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 415 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 7.720 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.690 პროცენტით განისაზღვრა. 

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

დატოვე კომენტარი