მეტროში მოქალაქეების ლოდინის დრო შემცირდება

image

თბილისის მეტროსთვის 14 შემადგენლობის დამატება, მეტროში მოქალაქეების ლოდინის დროს შეამცირებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, მეტროს 48 ვაგონი ემატება.

„შემადგენლობაში არის 4 ვაგონი ვარკეთილის ხაზზე და 3 ვაგონი - საბურთალოს ხაზზე. ანუ, მთლიანობაში, მეტროს 48 ვაგონი ემატება. რაც ყველზე მთავარია ვაგონების დამატება მოქალაქეების ლოდინის დროს 4-დან 2.5 წუთამდე შეამცირებს", - განაცხადა ოგბაიძემ.

ახლად შემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, 2019-2021 წლებში მეტროს დაემატება 14 ახალი შემადგენლობა.

დატოვე კომენტარი