საქართველოში ელექტრომობილების დამტენების რაოდენობა გაიზარდა

image

საქართველოში ელექტრომობილების დამტენების რაოდენობამ უკვე 53-ს მიაღწია. ინფორმაციას კომპანია E-Space-ი ავრცელებს.

"მადლობას ვუხდით ყველა ელექტრომობილის მფლობელს და ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რადგან ჩვენი საერთო ძალისხმევით 53 ტონაზე მეტი Co2 არ გავრცელდა ატმოსფეროში", - წერია ინფორმაციაში.

E-Space-ი ავრცელებს 2018 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკას დამტენების მეშვეობით მოხმარებული კილოვატებისა და ქსელის დამტენებში განხორციელებული ტრანზაქციების (დატენვების) რაოდენობის შესახებ.

ი-სპეის • E-Space -ის ქსელში ჩართული დამტენების რაოდენობამ უკვე 53-ს მიაღწია! მადლობას ვუხდით ყველა ელექტრომობილის მფლობელს და ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, რადგან ჩვენი საერთო ძალისხმევით 53 ტონაზე მეტი Co2 არ გავრცელდა ატმოსფეროში !

დღეს გვინდა შემოგთავაზოთ 2018 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკა:
• ჩვენი დამტენების მეშვეობით მოხმარებული კილოვატები
• ჩვენი ქსელის დამტენებში განხორციელებული ტრანზაქციების (დატენვების) რაოდენობა. 
#ისპეის #espace #მ2 #მ2ო2 #მეტიჟანგბადიქალაქს #moreoxygen #m2 #m2o2


ელექტროდამტენებით სარგებლობა ჯერჯერობით უფასოა.


დატოვე კომენტარი