2018 წელს Amazon-ის მოგებამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და Facebook-ს გაუსწრო

image

მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ მაღაზიამ Amazon, 2018 წლის მეორე კვარტალში თავისი მოგება 13-ჯერ გაზარდა და მონაცემები პირველად გადაცდა ორ მილიარდ დოლარს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. 

აღნიშნავენ, რომ სუფთა მოგების გაუმჯობესება რეკლამის დამსახურებაა. აპრილ-ივლისში, სუფთა მოგებამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში ეს ციფრი 197 მილიონი დოლარი იყო. 

FT აღნიშნავს, რომ Amazon-ის კვარტალური ანგარიში Facebook-ის მონაცემების პარალელურად გამოქვეყნდა. მისი პუბლიკაციის შემდეგ მარკ ცუკერბერგის კომპანიის აქციები დაეცა და სოციალურმა ქსელმა დაახლოებით 130 მილიარდი დოლარი დაკარგა. 

დატოვე კომენტარი