ნიკოლოზ გაგუა: მშენებლობის სექტორში მკვიდრდება ახალი ევროპული სტანდარტები

image

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე,ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე საუბრისას,  ივნისში, მშენებლობის სექტორში ზრდის შენელების მიზეზები განმარტა.

„ივნისში მშპ-ს ზრდაში, გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენა იქონია შენელებამ მშენებლობის სექტორში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია შეესაბამება ჩვენს მოლოდინს და უკავშირდება პოლიტიკას, რომლის მიზანია, ახალი, ევროპული სტანდარტების დაწესება აღნიშნულ სექტორში, მათ შორის, ეკოლოგიური მიმართულებით. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს დინამიკა მოკლევადიან პერიოდში, აუცილებლად გაუმჯობესდება და მშენებლობის სექტორში მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ განახლდება უფრო მაღალი ევროპული სტანდარტებით,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

დატოვე კომენტარი