2017 წელს საქართველოში 22718 უცხოელი იყო დასაქმებული. სტატისტიკა

image

2017 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 22 718 მოქალაქე მუშაობდა, 2018 წლის იანვარ-ივნისში კი მათი რიცხვი 16 967 მოქალაქე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით bpn.ge ავრცელებს.

2017 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (რომელიც სამი კვარტლის მონაცემებს მოიცავს), 2017 წელს 2016 წელთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 17%-ით და სულ 17 330 კაცი შეადგინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მშენებლობაში, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და ტურიზმის დარგებში; უცხო ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად დასაქმებულები არიან მიკრო (46,9%) ზომის საწარმოებში, ხოლო მსხვილსა (24,2%) და მცირეში (20,9%) თითქმის პროპორციულად არის გადანაწილებული; საქართველოში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმეტესობა (79,3%) თბილისზე მოდის.

2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, მაშინ ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის გაცემას არეგულირებს. 

დატოვე კომენტარი