საქართველოში მოქმედ ბაზრობებზე ერთ დღეში საშუალოდ 44,3 ათასი ადამიანი ვაჭრობს

image

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 58,3 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 44,3 ათასი კაცი ვაჭრობს - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაშია ნათქვამი. 

2017 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 207 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,4 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,8 პროცენტი - იმერეთის, 12,1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,1 პროცენტი - კახეთის, 7,7 პროცენტი - ქვემო ქართლის, 4,8 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 3,4 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,5 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული. 

საქსტატის ინფორმაციით, ბაზრობების 31,4 პროცენტი ვაჭრობს მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ერთ-ერთ ბაზრობაზე მიმდინარეობს მხოლოდ სასურსათო საქონლით ვაჭრობა; ოთხი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობა მიმდინარეობს ავტომობილებითაც, ხოლო ხუთ ბაზარში იყიდება როგორც ფრინველი, ისე პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებულია კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობს 165 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა - 21 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობს 3 ბაზარი, დანარჩენი ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ერთდღიანი, ორი ან სამდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 58,3 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 44,3 ათასი კაცი ვაჭრობს.

დატოვე კომენტარი