დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობდა

image

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს შექმნის აუცილებლობა არ არსებობდა ,- ამის შესახებ bm.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მსგავსი სისტემის შექმნის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. 

„ძალიან დიდი ხანია საქართველოში არ გაკოტრებულა რაიმე დიდი ბანკი ისე, რომ არ დაებრუნებინოს დეპოზიტარებისთვის თანხა. პრინციპში ეს არის ერთი დამატებითი დაზღვევა დეპოზიტარებისთვის, თუმცა, ეს ეხება 5 ათას ლარამდე თანხას. მთავრობა ფიქრობს, რომ მცირე მეანაბრეები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად შეიძლება დაზარალდნენ“,-აცხადებს კეპულაძე.

დატოვე კომენტარი