საარსებო მინიმუმი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

image

ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ივნისში საარსებო მინიმუმი 4.8 ლარით შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი 1.3 ლარით შემცირდა. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 153 ლარი და 20 თეთრია 

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ოფისმა საქართველოს რეგიონის ქვეყნების საარსებო მინიმუმები ერთმანეთს შეადარა. მონაცემები 2018 წლის ივნისი-ივლისის პერიოდს მოიცავს: 

ესტონეთი - $163 
რუსეთი - $154 
მოლდოვა - $112 
ბელარუსი - $103 
აზერბაიჯანი - $102 
ყაზახეთი - $80 
ყირგიზეთი - $72 
საქართველო - $71 
უკრაინა - $67 

საქართველოში სტატისტიკის სამსახური საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად. 

დატოვე კომენტარი