ეროვნული ბანკი ლარის კურსის პროგნოზს აქვეყნებს

image

ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარია ლარი-დოლარის ნომინალურ გაცვლით კურსზეც. ამის შესახებ 1 tv წერს.

ანგარიშის მიხედვით, უარყოფითი საგარეო ფაქტორების შემთხვევაში, მიმდინარე დონესთან შედარებით, ლარი 2018 წლის მეორე ნახევარში 10 პროცენტით გაუფასურდება, 2019 წელს 15 პროცენტით, 2020 წელს ისევ 10 პროცენტით, 2021 წელს კი, 5 პროცენტით გამყარდება. 

ოპტიმისტური სცენარის შემთვევაში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2018 წლის მეორე ნახევარში უცვლელი იქნება, 2019 წელს 3 პროცენტით გამყარდება, 2020-2021 წლებში კი, 2-2 პროცენტით გაუმჯობესდება.

საბაზო სცენარის მიხედვით კი ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი 2018-2021 წლებში უცვლელი იქნება.

დოკუმენტი  ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

დღეს ოფიციალური კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 2.6074 ლარი ღირს, გუშინ კი, 2.6343 ლარი ღირდა.

დატოვე კომენტარი