სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

image

2018 წლის 22 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნა 55 225 000 ლარი იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.390 პროცენტით, მაქსიმალური 7.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.477 პროცენტით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი