7 თვეში, ბიუჯეტში გადასახადების მობილიზება 6.1პროცენტი-ით გაიზარდა

image

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით შემოსულობების წლიური გეგმა 12 441 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება შესრულების მიმდინარეობას, შვიდი თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 53.1პროცენტი-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.5პროცენტი-ით (97.0 მლნ ლარით) აღემატება. რაც შეეხება შემოსულობების შესრულებას კომპონენტების დონეზე, შედარებით მაღალი შესრულების ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების შესრულება (შესაბამისად, წლიური გეგმის 106.1პროცენტი და 61.6პროცენტი). 

საბიუჯეტო ოფისის ცნობით, საგადასახადო შემოსავლების შესრულება, შვიდი თვის მდგომარეობით, 5 377 მლნ ლარს შეადგენს, რაც 9 თვის გეგმის 78.2პროცენტი-ს და წლიური გეგმის 56.7პროცენტი-ს უტოლდება. საანგარიშო პერიოდში გადასახადების მობილიზება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 308 მლნ ლარით (6.1პროცენტი-ით) აჭარბებს. გადასახადების ტიპების მიხედვით, სხვა გადასახადების უარყოფითი ფაქტობრივი მნიშვნელობა უკავშირდება 2016 წელს სახაზინო კოდების სისტემაში განხორციელებულ რეფორმას, კერძოდ, კი დეკლარაციების წარდგენის საფუძველზე წინა პერიოდში მობილიზებული სახსრების გადანაწილებას გადასახადების შესაბამის სახე(ებ)ში. 

დატოვე კომენტარი