რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან?

image

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 71,7 მილიონი ლარია შესული. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შესულ თანხაზე დაახლოებით 6 მილიონით მეტია. 2017 წელს საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდამ 66 მილიონი ლარი შევიდა. 

მიმდინარე წელს გადახდილი თანხებიდან 39,6 მილიონი ლარი სათამაშო აპარატების მოსაკრებელია, 21,6 მილიონი ლარი სამორინეს მაგიდიდან, 2,9 მილიონი ლარი - წამახალისებელი გათამაშებებიდან, 6,4 მილიონი ლარი კი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან.

დატოვე კომენტარი