ეკატერინე მიქაბაძე: „საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5პროცენტი-მდე გაზარდა”

image

წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც  21 აგვისტოდან 27აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძე  მჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  განსაკუთრებით ხაზი გაესვა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც როგორც საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, ასევე შიდამოთხოვნის ზრდამ გამოიწვია.

„შესაბამისად, სავალუტო ფონდმა 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8პროცენტი-დან 5.5პროცენტი-მდე გაზარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. გარდა ამისა, პრესრელიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამახვილებს ყურადღებას იმ რეფორმების დადებით ადმიმდინარეობაზე, რომელიც საქართველოში გვაქვს – ეს არის საპენსიო რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, კერძო და საჯაროთანამშრომლობის რეფორმა და ბევრი სხვარეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაშიკერძო სექტორის ჩართულობას ეკონომიკურზრდაში და საფუძველს მისცემს ქვეყანას, მაღალიდა მდგრადი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. ეს კი თავისთავად საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახება” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018წლის ზრდის პროგნოზის წლიურ 5.5 პროცენტამდე გაზრდის შესახებ პრესრელიზი 28 აგვისტოს გაავრცელა. “სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობირეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვაინიციატივები. საქართველოს ხელისუფლებამშექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო დადაამტკიცა დებულებები კერძო და საჯაროთანამშრომლობის კანონისგანხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწაგადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედაპასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობიდებულებები. ამჟამინდელ გარემოშიმიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმებისგაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრებისდონის გაუმჯობესების მიზნით” – აღნიშნულიასავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულპრესრელიზში.

 

დატოვე კომენტარი