რა ღირს სესხები საქართველოში?

image

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ივლისში 0.05პროცენტი-ით შემცირდა და 12.7პროცენტი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 0.3პროცენტი-ით 7.8 პროცენტამდე იკლო, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.2პროცენტი-ით შემცირდა 15.8 პროცენტამდე. 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.9 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 11.3 პროცენტი შეადგინა. 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა 8.3 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.4 პროცენტული პუნქტით 7.1 პროცენტამდე იკლო. წინა წლის ივლისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი - 4.6 პროცენტული პუნქტით.

დატოვე კომენტარი