სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს

image

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტს ლევან სურგულაძე დაიკავებს – საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე საჯარო კონკურსი 10 აგვისტოს გამოცხადდა, სულ შემოვიდა 70 განაცხადი. შემოსული განაცხადებიდან კონკურსის ფინალური ეტაპისთვის სამეთვალყურეო საბჭომ 8 კანდიდატი შეარჩია –  მათ 14 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საბჭოს წევრებთან გასაუბრება გაიარეს. სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისითანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო -პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამპოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ლევან სურგულაძე 05.11.1958 წ. დაიბადა, ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე სს კავკასიის ბიზნესჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.

დატოვე კომენტარი