რისთვის იყენებენ ინტერნეტს საქართველოში. სტატისტიკა

image

საქართველოში ინტერნეტი სახლში 69.5პროცენტი-ს აქვს. ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი თბილისში ცხოვრობს (85.5პროცენტი), შემდეგ მოდის აჭარა (80.3პროცენტი) და სამეგრელო ზემო სვანეთი (66პროცენტი). ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა საქსტატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, საქართველოში ინტერნეტს მოსახლეობის 92.4პროცენტი სოციალური ქსელებისთვის იყენებს. ასევე ინტერნეტის გამოყენების მიზნებს შორის მაღალია ონლაინ ახალი ამბების კითხვაც (52.5პროცენტი).

ელექტრონული ფოსტით სარგებლობისთვის ინტერნეტს 51პროცენტი იყენებს.

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 51.6პროცენტი ინტერნეტს ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტს 30.8პროცენტი იყენებს, სამუშაოს ინტერნეტში 20პროცენტი ეძებს, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობისთვის ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი კი 26.1პროცენტი-ია.

აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელების გამოყენების მიზნით, ინტერნეტს ყველა ასაკობრივ ჭრილში მაღალი მაჩვენებელი აქვს: 15-29 წლის ასაკის პირებში 95.7პროცენტი; 30-59 წლამდე პირებში - 89.7პროცენტი; 60 წელს ზევით - 70.8პროცენტი.

დატოვე კომენტარი