ობლიგაციების ბაზარი ბანკებისთვის კონკურენტს არ წარმოადგენს

image

ობლიგაციების ბაზარი ბანკებისთვის კონკურენტს არ წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი გიორგი ფარესიშვილი აცხადებს. 

მისი თქმით, ბანკები თავად არიან ამ ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეები და ობლიგაციების მთავარი შემძენები. 

„პირიქით, ეს ბანკებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი პორტფელის და საკრედიტო რისკის დივერსიფიკაცია მოახდინონ; არ ჰქონდეთ კონცენტრაცია ერთ რომელიმე მსესხებელზე. ასევე კომპანიებისთვის ეს არის ალტერნატიული წყარო და მოსახლეობისთვის საბანკო დეპოზიტის ალტერნატივა“,- აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

დატოვე კომენტარი