თბილისში დღეს საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

image

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატის ორგანიზებით დღეს თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ღონისძიების მიზანია საქართველოსა და ყაზახეთის ბიზნესსექტორებს შორის კომუნიკაციის დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას 12 ყაზახური კომპანია მიიღებს.

ფორუმის პირველ ნაწილში ყაზახური დელეგაციისთვის გაიმართება პრეზენტაციები საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის შესახებ. ასევე, ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო პოტენციალისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახეთის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

2018 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 67პროცენტი-ით და განისაზღვრა 77 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1,1პროცენტი. კონკრეტულად: ექსპორტი გაიზარდა 29პროცენტი-ით და განისაზღვრა 39,8 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს ექსპორტის 2,1პროცენტი. რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში წარმოადგენს 46პროცენტი და შეადგენს 18,3 მლნ. აშშ დოლარს. იმპორტი კი გაიზარდა 75პროცენტი-ით და განისაზღვრა 37.2 მლნ. აშშ დოლარით, რამაც შეადგინა საქართველოს იმპორტის 0,7პროცენტი.

დატოვე კომენტარი