1 ოქტომბრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ახალი სტანდარტი ამოქმედდება

image

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, ქვეყანაში დიზელის საწვავის ახალი სტადნარტი ამოქმედდება და ევრო 4 -ის სტანდარტზე ნაკლები ხარისხის დიზელის შემოტანა აიკრძალება. როგორც bm.ge-სთან საუბრისას, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ბაზარი სიახლეს მომზადებული ხვდება და ამ კუთხით კომპანიებს პრობლემები არ ექნებათ. მისი თქმით, დიზელის ბაზრის ძირითადი ნაწილი, ისედაც ევრო-4 სტანდარტის საწვავს უკავია. 

,,ბაზრის დაახლოებით 30-40პროცენტი, ევრო 5-ის სტანდარტის დიზელზე მოდის, დანარჩენი კი ევრო-4-ზე, დღეს მოქმედი ევრო 3 -ის სტანდარტის წილი კი უმნიშვნელოა და 5პროცენტი-იც არ არის. ასეთი საწვავი ძირითადად თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის, უფრო მაღალი სტანდარტის საწვავი კი ევროპული ქვეყნებიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან და რუსეთიდან-განაცხადა მთვრალაშვილმა. 

მისი თქმით, ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, ბაზარზე ფასების მატება არ მოხდება. ევრო 3 -ის სტანდარტით, ერთი კილოგრამი პროდუქტი 100 მილიგრამ გოგირდს უნდა შეიცავდეს, ევრო-4 ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 50 მილიგრამამდე დადის, ევრო 5-ის შემთხვევაში კი 10 მილიგრამამდე.

დატოვე კომენტარი