რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ მშენებლებს ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ

image

მთავრობამ „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დაამტკიცა. რომლის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, სამშენებლო პროცესებით გამოწვეული ხმაურის რეგულირებაა. დადგენილება 2018 წლის 15 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ამის შესახებ bpn.ge- წერს.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს ხმაურისგან საფრთხე არ შეექმნას.
სამშენებლო სამუშაოები უნდა იყო ენერგოეფექტური, მათი მშენებლობისა და დემონტაჟის დროს შეძლებისდაგვარად მცირე ენერგია დაიხარჯოს.

„სამშენებლო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს. როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას.

სამშენებლო ობიექტები და მათი გათბობის, კონდიცირების, განათებისა და ვენტილაციის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების რაოდენობისა და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ენერგიის მოცულობა იყოს მინიმალური. სამშენებლო ობიექტების დაპროექტება, აშენება და დემონტაჟი უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პირობებში, კერძოდ, შესაძლებელი უნდა იყოს: ა) დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ობიექტების ნაწილებისა და მასალების განმეორებით გამოყენება ან გადამუშავება; ბ) სამშენებლო ობიექტების მდგრადობის შენარჩუნება; გ) გარემოსთან თავსებადი ნედლეულის და მეორადი მასალების სამშენებლო ობიექტებში გამოყენება,“-აღნიშნულია რეგლამენტში.

ცნობისთვის, სამშენებლო რეგულაციების დარღვევის გამო, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, მიმდინარე წლის 7 თვეში 272 კომპანიის 674  სამშენებლო ობიექტი დააჯარიმა.

დატოვე კომენტარი