2019 წელს საპენსიო სააგენტოს შენახვა ბიუჯეტს 1 მლნ დაუჯდება

image

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტში სსიპ საპენსიო სააგენტოსთვის 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. 

ბიუჯეტის პროექტში სააგენტოს საშტატო ნუსხა, ჯერჯერობით, არაა მითითებული. 

შეგახსენებთ, სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, სსიპ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა. 

საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია. 

როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნისას მთავარი ფაქტორები იყო პროფესიონალიზმი, მდიდარი სამუშაო გამოცდილება და ამ პოსტისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. 

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. 

საპენსიო სააგენტოს დირექტროის თანამდებობრივი სარგო 10 000 ლარიდან 15 000 ლარამდეა.

დატოვე კომენტარი