სები: საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების შეჩერება ან გადავადება არ იგეგმება

image

საფინანსო სექტორში ახალი რეგულაციების ამოქმედების შეჩერება ან გადავადება არ იგეგმება, -  ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებები მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე გავლენას არ მოახდენს.

კიკორიას ინფორმაციით, ახალი რეგულაციები ასევე არ შეეხება მიკრობიზნესსა და სოფლის მეურნეობის დაკრედიტებასაც. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ცვლილებების მთავარი მიზანი ქვეყანაში და საფინანსო სექტორში ჯანსაღი საკრედიტო პრაქტიკის დანერგვაა.

ახალი რეგულაციები საბანკო სექტორში 1 ნოემბრიდან ამოქმდდება. სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის კი პირველი იანვრიდან. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სესხების გაცემა, სესხის მიღება მხოლოდ დადასტურებული შემოსავლით იქნება შესაძლებელი. რეგულაციით, ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსვლის რა ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველთვიურად სესხის დასაფარავად.

დატოვე კომენტარი