ფინანსთა სამინისტრო ლარის მნიშვნელოვან გაუფასურებას აღარ ელოდება

image

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მიმდინარე დღეების განმავლობაში ლარის გაუფასურებას მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკით არ ხსნის. 

„ეკონომიკური პოლიტიკის გამო ნამდვილად არ ხდება ლარის გაუფასურება. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე განსხვავებული მოლოდინი უნდა გვქონდეს, ანუ რაიმე გაუფასურების რისკები არსებობდეს. ამის პროგნოზის გაკეთება ნამდვილად რთულია, ვინაიდან ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის იმ პირობებში, რა პირობებშიც დაახლოებით ორი თვის წინ იყო. ამიტომ არაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი აუცილებლად, ან მნიშვნელოვნად გაუფასურდება“, – განაცხადა კაკაურიძემ. 

ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.69 ლარი ღირს.

დატოვე კომენტარი