რა ღირს უძრავი ქონების გაქირავება თბილისის უბნებში

image

2018 წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გაქირავების ფასის ინდექსი 5.6პროცენტი-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და ForSet-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერია.

პუბლიკაცია უძრავი ქონების ბაზრის 2018 წლის მეორე კვარტლის მიმოხილვას მოიცავს.

კვლევის თანახმად, ამ პერიოდში, 1 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 6.2 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირაობა ყველაზე ძვირი 7.70 დოლარი ანუ 18.82 ლარი მთაწმინდის რაიონში; ყველაზე იაფი – 4.62 დოლარი, ანუ 11.30 ლარი გლდანშია.

რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, საბურთალოზე საშუალო გაქირავების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე - 6.69 დოლარი (16.37 ლარი); ნაძალადევში - 5 დოლარი (12.24 ლარი); დიდუბეში - 5.91 დოლარი (14.47 ლარი); ვაკეში - 7.41 დოლარი (18.12 ლარი); ჩუღურეთში - 6.63 დოლარი (16.23 ლარი); ისანში - 6.44 დოლარი (15.76 ლარი); კრწანისში - 6.98 დოლარი (17.08 ლარი); ხოლო სამგორში - 5.44 დოლარი (13.31 ლარი) იყო.

დატოვე კომენტარი