ეროვნული ბანკი სავალუტო ჯიხურების გადამოწმებას აგრძელებს!!

image

როგორც ტარიფებისთვის გახდა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს სავალუტო ჯიხურების გადამოწმებას. ეს იმას მიანიშნებს რომ ყველა სავალუტო ჯიხური ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად და დაემორჩილოს იმ მითითებებს რომელსაც ეროვნული ბანკი უწესებს სავალუტო ჯიხურებს. 

როგორც ცნობილია 2018 წლის იანვრიდან საქართველოში 200-ამდე სავალუტო ჯიხური დაიხურა. ეს პროცესი გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ სავალუტო ჯიხურებმა არ დაარეგულირეს ის რიგი საკითხების რაც აუცილებელია სწორი მუშაობისთვის.  მიზეზები, რის გამოც ეროვნული ბანკი ვალუტის ჯიხურებს რეგისტრაციას უუქმებს, ძირითადად, დაკავშირებულია ვიდეომონიტორინგის სისტემების გაუმართაობასთან, მომხმარებლისათვის ინფორმაციის არასათანადოდ მიწოდებასთან, იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელებასთან, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობასა და სხვა. ასევე დარღვევები ფიქსირდება, როდესაც მომხმარებელს ვალუტის გაცვლილსას ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრის ნ/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელების შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან.
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი თებერვალში დაამტკიცა და 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.წესის დარღვევის შემთხვევაში სავალუტო ჯიხურები დაჯარიმდებიან.

დატოვე კომენტარი