საბანკო სექტორში 23 მლრდ ლარის დეპოზიტია განთავსებული

image

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი იანვრისათვის 23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.0 მლრდ ლარით ანუ 4.7 პროცენტით მეტია პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.0 პროცენტით მეტი). 

სებ-ის ინფორმაციით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების კლებას 126.2 მლნ ლარით ანუ 0.9 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 1.2 მლრდ ლარით ანუ 13.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 14.0 პროცენტით). 

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.90პროცენტი შეადგინა. პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.77 პროცენტული პუნქტით). 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.7 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.2 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.9 პროცენტი. 

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა - 83.1 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.3 პროცენტი შეადგინა.
ავტორი: თელარა გელანტია

დატოვე კომენტარი