"გაზპრომთან" მოლაპარაკებები თებერვალში დასრულდება "

image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განმარტებით, ქართული მხარე "გაზპრომ-ექსპორტთან" ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აგრძელებს, რაც თებერვალში დასრულდება. 

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით "გაზპრომთან" მოლაპარაკებების პროცესში. ეს მოლაპარაკებები როდესაც დასრულდება, რაც შესაძლებელი იქნება რომ გავაცნოთ ფართო საზოგადოებას, ამასთან დაკავშირებით იქნება განცხადება გაკეთებული, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ არის ელემენტები, რომლებიც კონფიდენციალურია კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე", - განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ–ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი შევიდა ძალაში, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10პროცენტი–ის სახით იღებდა. 2017 წლიდან კი პირობები შეიცვალა და ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად, საქართველო მონეტარული ანაზღაურების რეჟიმზე გადავიდა, ანუ ქვეყანა სატრანზიტო მომსახურებისთვის განსაზღვრულ თანხას იღებს. ამ კონტრაქტის კომერციული პირობები გასაიდუმლოებულია. 

სწორედ აღნიშნულ კონტაქტს მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. ახალი პირობები მხარეებმა მიმდინარე წელს უნდა შეათანხმონ.
ავტორი: დავით ჯალაღონია

დატოვე კომენტარი