ელექტრომობილების მფლობელებს საცხოვრებელ სახლებთან დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებენ

image

თბილისის მერია თებერვლიდან ელექტრომობილების მფლობებებს საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენების დამონტაჟებას სთავაზობს. როგორც მერმა განაცხადა, პროექტი ბიზნესთან ერთად ხორციელდება და მასში მუნიციპალიტეტი თანხებს არ დახარჯავს. 

„ეკოლოგიური მიმართულების მოწესრიგებისთვის ბევრი თემაა და ამიტომ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულებაა ის რომ ხელს ვუწყობთ ელექტრომობილების შემოყვანას ქალაქში. იცით, რომ განბაჟების საფასული ნულია, ასევე დედაქალის მერია აკეთებს იმას, რომ პარკირება ასეთი ავტომობილებისთვის უფასო იქნება და გარდა ამისა, საიახლეა ის, რომ შეიქმნა ვებ-გვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება. 

"ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, საშუალება ეძლევა დარეგისტრირდეს ამ ვებ-გვერდზე და მოგავწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ჩვენ ყოველგვარი გადასახადების გარეშე ელექტრო დამტენებს დავუმონტაჟებთ სახლთან. ამას ჩენ ვაკეთებთ ბიზნესთან ერთად და ამაში მუნიციპალიტეტი თანხებს არ დახარჯავს. არის კომპანია, რომელსაც უნდა ელექტრომობილების შემოყვანა და ავტომობილების გაზიარების პროექტის დაწყება. ეს გულისხმობს სხვადასხვა რაიონებში ამ ავტომობილების განთავსებას, რომლის ქირაობასაც სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით იქნებ შესაძლებელი, გადახდა კი წუთობრივი მომსახურების მიხედვით განხორციელდება“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

დატოვე კომენტარი