2012 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში გაიმართება

image

5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. 

2012 წლის შემდეგ პირველად, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება, რითაც პარლამენტი დედაქალაქში საქმიანობას სრულად გაანახლებს. 

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა იქნება. 

გარდა ამისა, ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველად პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. 


დატოვე კომენტარი