მობილურ ოპერატორებს აბონენტები უმცირდებათ

image

მობილურ ოპერატორებს აბონენტები უმცირდებათ. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიებს აბონენტებზე გაცემული 4 მილიონ 893 ათასი აქტიური სიმ ბარათი უფიქსირდებათ, რაც 2017 წლის დეკემბერთან შედრებით, 235 ათასი სიმ ბარათით ნაკლებია. ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის გათვალისწინებით (3 729 635 ადამიანი), ერთ ადამიანზე საშუალოდ 1,3 აქტიური სიმ ბარათი მოდის. აბონენტების 40პროცენტი-ს "მაგთიკომი” ემსახურება, 36პროცენტი-ს "სილქნეტი", ხოლო 24პროცენტი კი "ბილაინი".

დატოვე კომენტარი