რამდენად უსაფრთხოა დრონები და მათი გამოყენება?

image

დრონები, ერთი შეხედვით უწყინარი ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც ასევე უწყინარი საქმიანობისთვის გამოიყენება, ბოლო პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით გარკვეულ პრობლემებს ქმნიან და ხშირად, მისი გამოჩენა, პანიკის საფუძველი ხდება, რადგან საზოგადოებამ, დრონების გამოყენება ბოროტი მიზნების გასახორციელებლადაც დაიწყო. მათ შორის, ადამიანებზე ჯაშუშობისთვის ან ტერორისტული აქტების მოსაწყობად. 

cnbc-ის ინფორმაციით, პანიკა განსაკუთრებით მძაფრდება, თუკი მოწყობილობას აეროპორტის ტერიტორიაზე შენიშნავენ, რადგან დრონი თვითმფრინავებსა და მის მგზავრებს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის, ამის გამო კი, აეროპორტის მუშაობა არაერთხელ შეფერხებულა. 

მსგავსი ინცინდენტი 2018 წელს, მარტში, ოკლენდის აეროპორტში დაფიქსირდა, ანუ საქმიანობა დაახლოებით ნახევარი საათით შეფერხდა, იმის გამო, რომ ტერიტორიაზე დრონი აღმოაჩინეს. თვითმფრინავები, რომლებიც იმ დროს უნდა დაფრენილიყვნენ, სხვაგან გადაამისამართეს, მოწყობილობის მოძებნას კი, თანამშრომლები ვერტმფრენის საშუალებით ცდილობდნენ.

მსგავსი ინცინდენტი დაფიქსირდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტშიც, სადაც ორი მფრინავი დრონი დააფიქსირეს, რომლებიც თვითმფრინავეს საფრთხეს უქმნიდა, ამიტომაც აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფუნქციონირება. 

21 დეკემბერს მოხდა ინცინდენტი გეითვიკის აეროპორტშიც. გადაიდო რეისები, არ დაფრინდნენ თვითმფრინავები და ფაქტობრივად მთელი აეროპორტი პარალიზებული იყო, იმის გამო, რომ ასაფრენ-დასაფრენ ზოლთან დრონი გაჩნდა. 

ამავე მიზეზით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში 21 რეისზე მეტი გადაიდო, ან სხვაგან გადამისამართდა. შედეგად კი, აეროპორტმა 16 მილიონი დოლარით იზარალა. 


ავტორი: მარიამ ადამია

დატოვე კომენტარი