კობა გვენეტაძე პროგნოზირებს, რომ დაახლოებით 2020 წელს რეფინანსირების განაკვეთი 6პროცენტი-მდე ჩამოვა

image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პროგნიზირებს, რომ სებ-ი დახლოებით 1.5 წლიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთს 6პროცენტი-მდე შეამცირებს. 

გვენეტაძის განცხადებით 6პროცენტი საქართველოსთვის იქნება მონეტარული პოლიტიკის ნეიტალური განაკვეთი, რომელიც არც “გამკაცრებულად” და არც “შერბილებულად” არ ჩაითვლება. 

“1.5 წელიწადში დავუბრუნდებით ნეიტრალურ საპროცენტო განაკვეთს, რაც არის 6პროცენტი. ეს ის პროცენტია, როდესაც არც მკაცრი განაკვეთი გვაქვს და არც შერბილი პოლიტიკა გვაქვს,”- რადიო კომერსანტის ეთერში ამბობს სებ-ის პრეზიდენტი. 

კობა გვენეტაძე ასევე ამბობს, რომ სებ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 2017 წლის გაზრდილი ინფლაციის ფონზე, მონეტარული პოლიტიკა დამატებით არ გაამკაცრა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა 2018 წელს არსებულ 4.8პროცენტი-ზე დაბალი იქნებოდა. 

“ჩვენ რომ ჩავრეულიყავით და დამატებით, 2017 წელს არსებული მაღალი ინფლაციის პერიოდში, რომ ჩავრეულიყავით და გაგვემკაცრებინა მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია იქნებოდა დაბალი და ეკონომიკური ზრდაც იქნებოდა დაბალი,”- ამბობს გვენეტაძე. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთის 0.25პროცენტი პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად დღეს რეფინანსირების განაკვეთი 6.75პროცენტი-ს შეადგენს. 

2013-2014 წლებში საქართველოში შერბილებული მონეტარული პოლიტიკა იყო, ამ დროს რეფინანსირების განაკვეთი 3.75პროცენტი-4პროცენტი-ის ფარგლებში მერყეობდა. 2015 წელს, საქართველოში დაწყებული სავალუტო კრიზისის პარალელურად, მონეტარული პოლიტიკა ეტაპობრივად გამკაცრდა და მან 2015 წლის ბოლოს 8პროცენტი-ს მიაღია. 2016 წლის ბოლოსთვის ის 6.5პროცენტი-მდე შემცირდა, თუმცა 2017 წელს ის 7.25პროცენტი-მდე გაიზარდა. 2017 წლის პირველ მეორე ნახევარში ის 7პროცენტი-მდე შემცირდა, 2018 წლის იანვარში კი განაკვეთი 6.75პროცენტი-ზე დავიდა

დატოვე კომენტარი